ლეკვის კვება

რა ვაჭამოთ ჩვენს ცუგებს? – ეს კითხვა ყველა ახალბედა მეპატრონეს აწუხებს. კარგი საკვები ძაღლის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სიცოცხლის პირველ დღეებში ლეკვები დედის რძით იკვებებიან და ყველა საჭირო ნივთიერებით არიან უზრუნველყოფილნი. 1 თვის შემდეგ, როცა ხელოვნურ კვებზე უწევთ გადასვლა, მნიშვნელოვანია საკვები სწორად შევურჩიოთ და მკაცრად გაწერილი რეჟიმის მიხედვით გამოვკვებოთ.

როგორ შევარჩიოთ ლეკვის საკვები?

პირველ რიგში აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ლეკვების გამოკვება ჩვენს სუფრაზე არსებული ნარჩენებით არის დაუშვებელი! უნდა შევარჩიოთ სპეციალირად ლეკვისთვის არსებული მშრალი საკვები. სასურველია საკვები იყოს პრემიუმ კლასის, რადგან სიცოცხლის პირველ თვეებში მნიშვნელოვანია ძაღლმა ხარისხიანი საკვები მიიღოს. ამიტომ, ეკონომიის გაკეთება არ ღირს.

ქართულ ბაზარზე უამრავი სახეობის მშრალი საკვები იყიდება, რომლის შერჩევაც ექიმის რეკომენდაციით შეგიძლიათ, თუმცა სჯობს ლეკვი გარკვეული პერიოდის მანძილზე იმავე საკვებით კვებოთ, რასაც პატრონი აჭმევდა გაყიდვამდე.

როგორ ვაჭამოთ ლეკვს?

This image has an empty alt attribute; its file name is Eukanuba-dog-food-measuring-cup.jpg

ყველა მწარმოებელი კომპანიის საკვები განსხვავდება კალორიულობით, შემადგენლობით და გრანულების ზომებით. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დღიური ნორმის დათვლა გრანულების დათვლით არის არასწორი. ყველა საკვებს შეფუთვის დატანილი აქვს ცხირილი, რომელშიც მოცემულია თუ რამდენი გრამი საკვები უნდა მივცეთ გარკვეული ასაკისა და წონის მქონე ლეკვს. ასევე, ზოგიერთ საკვებს თავისი საზომი ჭიქაც მოყვება, რომელიც საქმეს უფრო მეტად გვიადვილებს.

რეკომენდაციების თანახმად, 3 თვემდე ლეკვისთვის არ არის მიზანშეწონილი დამატებით ბუნებრივი საკვების მიცება. მიზეზი სავრაუდოდ ჩამოუყალიბებელი იმუნური და მომნელებელი სისტემებია.

შემდეგ პოსტში მოგაწვდით იდეებს, მზა სკვებზე დამატებით რა წასახემსებლებით შეგიძლიათ გაანებივროთ თქვენი პატარები შესაბამის ასაკში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *