პატარა თათის ამბავი VOL.2

ჩემი ტიფანის თათის მოტეხვიდან მეცხრე დღე გავიდა. 6 დღის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდით ვეტერინართან შემოწმებაზე. ოპერაციის იდეამ არ გაამართლა, რადგან ანალიზის პასუხებმა კარგი მაჩვენებლები არ მოგვცა. შეასაბამისად, ასეთ დგომარეობაში რისკზე წასვლი მომხრე არ ვარ. ამიტომ, ისევ თამაშირით დავიწყეთ მკურნალობა.

ტიფანი ჯერ მხოლოდ 5 თვისაა და იმდენად წვრილი ძვლები აქვს, სულ მცირე დატვირთვაზეც შესაძლებელია მათი დაზიანება. მეგობრების რჩევით ერთ-ერთ კლინიკაში მივაგენით ძალიან კარგ ექიმს, რომელმაც თაბაშირის ფიქსატორით დაიწყო მისი მკურნალობა. სამწუხროდ პირველმა ცდამ არ გაამართლა, რადგან ტიფანის თათი დაუსივდა და ფიქსატორი შესაცვლელი გახდა. შემდეგ ცდაზე კი ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. ლექსო ექიმმა დაგვინიშნა კალცის აბები და მშვიდად გამოგვიშვა სახლში იმის იმედად, რომ 1 თვეშ პატარა ტიფანი ისევ შეძლევს სირბილს და თამაშს.

იმედია, პატარა თათის ამბის მესამე ნაწილი უფრო პოზიტიური სიახლეებით იქნება დატვირთული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *