კინოლოგიური კლუბების შესახებ

დღეისათვის საქართველოში 3 საერთაშორისო კინოლოგიური გაერთიანების კონტრაქტორი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ესენია:

  1. FCG – საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია, რომელიც არის FCI – საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის ასოცირებული წევრი საქართველოში.
  2. GSSCU – საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი, რომელიც არის WKU – მსოფლიო კინოლოგიური გაერთანების ოფიციალური წევრი.
  3. საქართველოს კინოლოგიური კლუბი, რომელიც WCHSA – მსოფლიო კინოლოგიური და სანადირო სპორტის ალიანსის წევრია.

სამივე ორგანიზაცია აწარმოებს კინოლოგიურ მომსახურებას. მათი დანიშნულებაა ჯიშიანი ცხოველების გამრავლების კონტროლი, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯიშების არევა და გენეტიკური ხარვეზების გავრცელება. ისინი არეგისტრირებენ ლეკვებს, აფესებენ მათ შესაბამისი ჯიშის სტანდარტების მიხედვით, გასცემენ დოკუმენტებს და ატარებენ საერთაშორისო გამოფენებს. ასევე, თითოეულ მათგანს საქართველოს მასშტაბით გააჩნია საკუთარი კინოლოგიური კლუბები, რომელთა ჩამონათვალიც შეგიძლიათ მოიძიოთ მათსავე ვებ-გვერდებზე:

FCI-ს კლუბები

WKU-ს კლუბები

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლები არიან თავიანთ საქმიანობაში. აქვთ მომსხურების განსხვავებული პირობები და ფასები. არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ FCI-ს კლუბის წევრი ძაღლის საბუთებს არ აღიარებს WKU-ს კლუბები. ამიტომ, თუკი ძაღლების დართვას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ძუც და ხვადიც ორივე ერთსა და იმავე ორგანიზაციაში იყოს რეგისტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკვები დაკარგავენ საგვარეულო ნუსხას ან უკეთეს შემთხვევაში ექნებათ ნუსხა მხოლოდ დედის ან მხოლოდ მამის მხრიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *