ყველაფერი ძაღლის საბუთების შესახებ

ბევრი მეპატრონისათვის დამაბნეველი თემაა ძაღლის საბუთები, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის სრული ინფორმაცია მომეწოდებინა ამ საკითხზე. პირველ რიგში მინდა გაცნობოთ, რომ ზოგიერთ ძაღლს შეიძლება არ გააჩნდეს საბუთი, თუმცა ეს მის ჯიშიანობას ეჭქვეშ არ აყენებს. იმ შემთხვევაში თუკი ძაღლის მოშენებას და გამოფენებზე გაყვანას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რა საბუთები იქნება მისთვის აუცილებელი:

  • დაბადების მოწმობა იგი ძაღლს უნდა მოყვეს ყიდვის დროს. თუკი ყიდვისას მომშენებელი გეტყვით, რომ ლეკვის საბუთეbი თქვენთვითონ უნდა აიღოთ კლუბში, ეს იმას ნიშნავს, რომ მომშენებელს ნამატი დარეგისტრირებული არ აქვს და თქვენი ლეკვი ითვლება უსაბუთოდ.
  • ვეტერინარული პასპორტი მომშენებლები, როგორც წესი ვეტერინარულ პასპორტებს არ უკეთებენ ლეკვებს, რადგან ეს დამატებით თანხასთან არის დაკავშირებული. ვეტერინარულ პასპორტში აღნიშნულია ინფორმაცია ლეკვის აცრების და ჭიაზე დამუშავების შესახებ. შეგიძლიათ იგი თავად გააკეთებინოთ ვეტერინარულ კლინიკაში აცრაზე მიყვანის დროს.
  • კინოლოგიური პასპორტი კინოლოგიურ კლუბში გასაწევრიანებლად ლეკვს უნდა გაუკეთდეს კინოლოგიური პასპორტი, რომლის ვადის გაგრძელებაც ხდება ყოველწლიურად.
  • ჩიპი და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სარეგისტრაციო საბუთი ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში ან კინოლოგიურ კლუბში შესაძლებელია ცხოველის დაჩიპვა და მისი რეგისტრაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბაზაში.
  • საგვარეულო ნუსხა. დაბადებიდან 9 თვის თავზე ლეკვს უნდა გაუკეთდეს საგვარეულო ნუსხა. ამისთვის აუცილებელია გქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ძაღლი იყიდეთ უსაბუთოდ და არ გაქვთ ინფორმაცია მისი წინაპრების შესახებ, თუმცა მიანც გაქვთ სურვილი რომ გაიყვანოთ გამოფენებზე და გქონდეთ მისი გამრავლების უფლება, შეგიძლიათ აიღოთ შემდეგ საბუთები.

  1. ვეტერინარული პასპორტი ვეტერინარულ პასპორტს ვიღებთ ყველა შემთხვევაში, რადგან იქ დაფიქსირებულია ლეკვის ჯანმრთელობის შესახებ ნფორმაცია.
  2. ჩიპი და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში რეგისტრაციის მოწმობა ესეც აუცილებელია, რადგან თბილისის ტერიტორიაზე უჩიპო ძაღლით გადაადგილების დროს შეიძლება დაჯარიმდეთ. შეგიძლიათ ეს ამბავი მოაგვაროთ ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში ან კინოლოგიურ კლუბში.
  3. კინოლოგიურ კლუბში რეგისტრაცია მივდივართ სასურველ კლუბში, სადაც კინოლგების მიერ ხდება ცხოველის ჯიშის დადგენა და ეფასება. ამის შემდეგ გაიცემა მასზე კინოლოგიური პასპორტი.
  4. ნულოვანი საგვარეულო ნუსხა მას შემდეგ, რაც ძაღლი გავა გამოფენაზე და მსაჯების მიერ მოხდება მისი დადებითად შეფასება, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ კინოლოგიურ კლუბს დაუკვეთოტთ თქვენი ძაღლის ნულოვანი საგვარეუულო ნუსხის დამზადება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *