ლეკვის ჰიგიენა

სახლში ახალი ლეკვის მოყვანა სიხარულთან ერთად დიდ სტრესთანაცაა დაკავშირებული. ახალი წევრის შემომატებასთან ერთად ოჯახში სრულიად განსხვავებული წესრიგი მყარდება და სრულიად იცვლება წარმოდგენები სისუფთავესა და ჰიგიენაზე.

საქმე იმაშია, რომ აუცრელი ლეკვის გარეთ გასეირნება და მიწაზე დასმაც კი არ დაუშვებელია. ამიტომ, მინიმუმ 3 თვის ასაკამდე ლეკვს თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახლის პირობებში უწევს. სახლში სისუფთავის შესანარჩინებლად ყველა მეპატრონე სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მათ შორის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ლეკვის ჰიგიენურ საფენებზე მიჩვევა.

ჰიგიენური საფენები სხვადასხვა ზომის სითხეგაუმტარი ზეწრების სახით შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებსა და ზოომარკეტებში. თუმცა ეს არანაირ გარანტიას არ გვაძლევს, რომ ლეკვი ყოველ ჯერზე მას მიაკითხავს და სახლში სხვა ადგილებს არ დასვრის. თავგამოდებული წრთვნის მიუხედავადაც, დაახლოებით 8 თვის ასაკამდე ძაღლს აუცილებლად მოუვა შეცდომები.

ამიტომ, უნდა ეცადოთ, რომ არ მიაჩვიოთ ისინი საწოლსა და დივანზე ასვლას. ავეჯისა და ხალიჩების დასაცვად სხვადასხვა მწარმოებლები გვთავაზობენ სპეციალურ “შემაკავებელ სპრეებს” და გპირდებიან, რომ ამ სპრეებით დამუშავებულ ადგილებზე ძაღლს მიკრების სურვილის კი არ გაუჩნდება არასოდეს.

სახლის სისუფთავის დასაცავდ გამოგადგებათ სპეციალური ღობეები, რომლებიც შეგიძიათ ნებისმიერი ზომის დაამზადებინოთ ან შეიძინოთ. კარგი იქნება, თუ ღობით შემოსაზღვრულ ტერიტორიას დაყოფთ საძინებელ, საკვებ და საფენის ზონად. ძალიან მალე ლეკვი აუცილებლად მიხვდება, რომ საძინებელი ზონა არ უნდა დააბინძუროს.

ისევე როგორც გასეირნება, ლეკვის დაბანაც არ არის რეკომენდირებული ვაქცინაციის დასრულებამდე, რადგან მათი იმუნიტეტი ძალიან სუსტია. ბანაობის შედეგად კი შესაძლებელია გაცივდეს ან მის ორგანიზმში მიმდინარე რამე არასასურველი პროცესი დაჩქარდეს. ლეკვი შეგიძლიათ დაბანოთ ბოლო კომპლექსური აცრიდან 7 დღის შემდეგ.

მაგრამ როგორ დავიცვათ მისი ჰიგიენა ამ დრომდე? ამისათვის არსებობს სპეციალური სველი ხელსახოცები, რომელიც ზოომაღაზიებში იყიდება. ზოგიერთი მათგანი ლეკვებისთვისაა განკუთვნილი და ძალიან კარგად აშორებს ჭუჭყს და სპეციფიურ სუნს. ამავე შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ ლეკვს ბეწვი ძმრიან წყალში დასველებული ტილოთი გაუწმინდოთ, თუმცა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მის კანზე ძმრის მოხვედრა ალერგიულ რეაქციას არ გამოიწვევს.

ძაღლის დასაბანად ადამიანის შამპუნის გაოყენება ყოვლად დაუშვებელია. ყველა ჯიშის ძაღლისათვის განსხვავებული შამპუნი გამოიყენება და საჭიროა მათი ზედმიწევნით შერჩევა. კარგი იქნება, თუკი ბანაობისას ყურებს ბამბით დაუხშობთ, რათა ყურის ნიჟარაში მოხვედრილმა წყალმა არ გამოიწვიოს ანთება ან სოკოვანი დაავადება.

გაითვალისწინეთ, რო ყველა ჯიშის ძაღლს ბანაობის განსხვავებული გრაფიკი აქვს. ზოგიერთი ჯიშის დაბანა კვირაში ერთხელაა შესაძლებელი, ზოგი მათგანისთვის კი ასეთი სიხშირით ბანაობა შეიძლება კანისა და ბეწვის დაზიანების მიზეზი გახდეს.

დაბანის შემდგომ, გრძელბეწვიან ძაღლს უნდა დავუმუშავოთ ყურები სპეციფიური ლოსიონით და ამოვაპუტოთ ზედმეტი ბეწვი. ყურებში ბეწვის გაზრდამ შესაძლებელია ანთება და სხვა დავადებები გამოიწვიოს. ამიტომ ამ უსიამოვნო პროცედურის ჩატარება აუცილებელია.

ცალკე სირთულეს წარმოადგენს ლეკვისათვის ფრჩხილების დაჭრა. იმის გამო, რომ ლეკვებს გარეთ გასვლა არ უწევთ, ფრჩხილების მოცვეთაც არ ხდება. ამიტომ, საჭიროა გაზრდილი ფრჩილი სპეციალური მაკრატლით ფრთხილად მოვაჭრათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფრჩხილის ღრმად მოჭრა, რადგან ამან შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს. მოაშორეთ მხოლოდ მახვილი ბოლოები.

არ უნდა დაგვეზაროს ძაღლის ხშირი ვარცხნა. ყოველდღიური ვარცხნა აუცილებელია ზედმეტი ბეწვის მოსაცილებლად, რომელიც დაუვარცხნელობის შემთხვევაში აუცილებლადდარჩება ჩვენს ავეჯსა და ტანსაცმელზე. ასევე, ხევარცხნ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ბეწვი უფრო ხარისხიანი და ჯანმრთელი ხდება.

შემდეგ პოსტში ვისაუბრებთ ძაღლის ვაქცინაციისა და პარაზიტებზე დამუშავების შესახებ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *