ფილმები ძაღლების შესახებ

ძაღლების შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული. ყველამ ვიცით ლეგენდარული ჰაჩიკოს, ბალტოსა და ლესის შესახებ. ამიტომ საზეპიროების გადამეორებით თავს აღარ შეგაწყენთ და ჩემს ფავორიტ 7 ფილმს შემოგთავაზებთ ოთხფეხა მეგობრების შესახებ.

ძაღლური ცხოვრება

ფილმი პატარა ბიჭუნა ითანზე და მის ძაღლ ბეილიზე, რომელმაც მრავალი ცხოვრება გამოიარა და ყოველთვის ახერხებდა თავისი პატრონის და ცხოვრების მიზეზის პოვნას.

ძაღლის მოგზაურობა

ბეილის მოგზაურობა გრძელდება. მას ისევ უამრავი ფათერაკის გადალახვა მოუხდა ითანთან დასაბრუნებლად და მისი ცხოვრებისეული მისიის შესასრულებლად.

მარლი და მე

ფილმი ლაბრადორ მარლიზე, რომელიც ახალდაქორწინებულ წყვილთან ერთად ცხოვრობს და უამრავ პრობლემას უქმნის მათ თავისი უსაქციელობით.

წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება

“როდესაც მონღოლეთში ძაღლი კვდება, მას მთაში მაღლა კრძალავენ, რომ მის საფლავზე არავინ გაიაროს. დაკრძალვამდე პატრონი ძაღლს ყურში ჩასჩურჩულებს და შემდეგ ცხოვრებაში ადამიანად დაბრუნებას უსურვებს. ამბობენ, რომ ყველა ადამიანი ადამიანად არ ბრუნდება. მხოლოდ ისინი, რომლების ამისთვის მზად არიან”. ენზო ფორმულა ერთის მრბოლელის ძაღლი იყო, რომელმაც პატრონთან ერთად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო.

წინაპართა ძახილი

ფილმი ძალიან მხიარულ და ონავარ ცუგა ბაკზე, რომელსაც თბილი სახლის დატოვება და შორეულ ჩრდილოეთში ფოსტის მარხილის ძაღლად მუშაობა მოუწია.

პირველი ძაღლი

ფილმი ბიჭუნაზე, რომელიც შემთხვევით ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაკარგულ ძაღლს – ტედის იპოვის და უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს ტედის პატრონისათვის დასაბრუნებლად.

ძაღლის გზა შინისაკენ

ბელა პიტბულის ჯიშის ძაღლია, რომელსაც თავისი ჯიშის გამო პატრონთან დაშორება მოუწია. სახლისკენ მიმავალ გრძელ გზაზე ბელას უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *