ოჯახის ახალი წევრი

თუკი უკვე გადაწყვიტეთ რომელი ჯიშის ძაღლის ყოლა გსურთ, ლეკვიც შეარჩიეთ და ისღა დაგრჩენიათ წამოიყვანოთ, სახლში მიყვანამდე გირჩევთ გაიაროთ ვეტერინარის კონსულტაცია.

ინსტრუქცია მარტივია: მომშენებელს სთხოვთ, რომ სანამ ლეკვს საბოლოოდ მოგყიდიან, გაგატანონ ან თავადაც გამოგყვეთ თქვენთვის სასურველ ვეტერინართან, რათა ლეკვს ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება. თუ მომშენებელი ამ პირობას არ დათანხმდება, მაშინ მისგან ნუ შეიძენთ.

ვეტერინარი ადგილზე გასინჯავს ლეკვს, აწონის, შემაოწმებს და დაუნიშნავს აცრების გრაფიკს. ასევე, მოგცემთ დანიშნულებას კვებაზე. ყველა ჯიშის, ასაკისა და ზომის ძაღლს ესაჭიროება განსხვავებული კვება. აგრეთვე, არსებობს საკვების დიდი არჩევანი, რასაც ვეტერინარი გირჩევთ. ყველა მათგანი განსხვავბული შემადგენლობისაა და შეფუთვაზე აწერია თუ რამდენი ულუფა უნდა მისცეთ თქვენს ლეკვს დღის განმავლობაში.

ლეკვი უნდა იყოს დამუშავებული შინაგან პარაზიტებზე. ე.წ. ჭიებზე დამუშავება იწყება 3კვირის ასაკიდან. გამყიდველს დეტალურად უნდა გამოჰკითხოთ თარიღები, თუ როდის დაამუშავა ლეკვი და როდის ჩაუტარა აცრა. ლეკვს სულ უტარდება 3 კომპლექსური და 1 ცოფის აცრა. აცრებს ამთავრებენ დაახლოებით 3-4 თვის ასაკში. მანამდე არ შეიძლება მათი გარეთ გასეირნება და მიწაზე დასმა. უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვერიდოთ მის გაციებას. ასევე, არ არის სასურველი აცრების დამთავრებამდე ლეკვის დაბანა. მანამდე შეგიძიათ სპეციალური ლეკვის სველი ხელსახოცით გაუწმინდოთ თათები, პირი და ბეწვი.

არ არის სასურველი ლეკვსთვის მშრალი საკვების გარდა დამატებით სხვა საკვების მიცემა. კატეგორიულდ აკრძალულია ძვლები და ადამიანის საკვების ნარჩენები. ეცადეთ, არაფერი მოიპაროს სუფრიდან. 3 თვის შემდეგ შეიძლება მივცეთ ცოტა ხაჭო, ვაშლი და სტაფილო. თუკი თავიდანვე მიაჩვევთ ნატურალურ საკვებს, ლეკვი აღარასოდეს შეჭამს თავის მშრალ საკვებს. ასევე, არსებობს ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც კატეგორიულად აკრძალულია ძაღლისათვის, რომელტა შესახებაც მომდევნო პოსტში იხილავთ ინფორმაციას.

ლეკვის სახლში მოყვანამდე უმჯობესია წინასწარ მოაწყოთ მისი საცხოვრებლი სივრცე. ამისათვის აუცილებლად დაგჭრდებათ რამდენიმე ნივთი:

კომფორტული საწოლი – ძაღლის საწოლი უნდა შეარჩიოთ მისი ზომის მიხედვით. სავარაუდოდ ლეკვს თავისი პირველი საწოლი ზრდასრულობამდე არ გაჰყვება, რადგან ძალიან უყვართ მისი დაღრღნა და დასვრა. ამიტომ ძალიან ძვირიანს ნუ აარჩევთ.

საკვებური და საწყურებელი – ნუ შეიძენთ პლასტმასის ან ადვილად მტვრევადი მასალის ჯამებს. ლეკვებს ძალიან უყვართ მაღი დაღრღნა და აქეთ-იქით ტარება. ამიტომ, სჯობს შეარჩიოთ მყარი მასალით დამზადებული პროდუქცია.

საფენები – რადგან ლეკვს აცრების დასრულებამდე ვერ გაასეირნებთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ სითხეგაუმტარი დასაფენი ზეწრები, რომელსაც იმ სივრცეში დაუფენთ, სადაც ლეკვი იმყოფება.

სათამაშოები – ლეკვები ძალიან მხიარული არსებები არიან და ძალიან უყვართ თამაში. თუკი სათამაშოები არ ექნებათ, თქვენი წინდებით, ფეხსაცმელებით ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი ნივთებით დაიწყებენ თამაშს.

დღეისათვის სულ ეს იყო.

დამატებითი კითხვები მოგვწერეთ კომენტარებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *