ახალი ბლოგი

ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს შინაური ცხოველები, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცით მათ შესახებ. როგორ არ ვიცით? 10 წელია ძღლი გვყავს და უკვე საკმაო ცოდნაც დაგვიგროვდა? ბევრს ვკითხულობთ მათი მოვლის შესახებ თუ უბრალოდ ცდებისა და შეცდომების მეთოდით მოვედით აქამდე?

მოდით, ვაღიაროთ:

ჩვენ, ყველას ძალიან გვეზარება ვეტერინართან ვიზიტი!

არა, კი არ გვეზარება, უბრალოდ დრო არ გვაქვს და როცა გვაქვს, მაგ დროს უკვე ყველა კლინიკა დაკეტილია.

კი, ეგრეა. ამიტომ რჩევებისათვის ხშრად სხვა შუნაური ცხოველების პატრონებს მივმართავთ, რომელთანაგაც ხშირად ურთიერთგამომრიცხავ არაკომპეტენტურ პასუხს ვიღებთ.

არ გეგონოთ, რომ ეს ბლოგი ვეტერინარების რეკომენდაციებით იქნება სავსე.

ეს არის ბლოგი, რომლის ავტორიც გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას ცხოველების მოვლის შესახებ და ეს გამოცდილება უმეტეს შემთხვევაში ვეტერინართან და კინოლოგთან კონსულტაციის შედეგად არის მიღებული.

კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ცხოველების მოყვარულთა ბლოგზე. გამოგვყევით მომდევნო პოსტებზეც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *